კორონავირუსი
საქართველოში კორონავირუსისგან 20 ადამიანი გამოჯანმრთელდა
FaceBook

საქართველოში კორონავირუსისგან 20 ადამიანი გამოჯანმრთელდა და გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 724 გახდა.

ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული. ამასთან, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 879-ს შეადგენს.


კარანტინის რეჟიმშია 2710 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 267 პირი. ქვეყანაში კორონავირუსით 14 ადამიანი გარდაიცვალა. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

Print