კორონავირუსი
დღეიდან პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის დაჯარიმდებით
FaceBook
15 ივნისიდან პირბადის გამოუყენებლობისთვის დაჯარიმდებით.

ფიზიკური პირის შემთხვევაში ჯარიმის რაოდენობა 20 ლარია, ხოლო იურიდიული პირისთვის 500 ლარი. პირბადის გამოყენება სავალდებულოა დახურულ საჯარო სივრცეში, მათ შორის საქალაქო ტრანსპორტსა და ტაქსში.

''თუ ფიზიკური პირი პირბადის გარეშე შევა დახურულ საჯარო სივრცეში, ან თუ საზოგადოებრივი ტრანსპორტით, ან ტაქსით იმგზავრებს პირბადის გარეშე, გათვალისწინებულია 20 ლარიანი ჯარიმა. რაც შეეხება იურიდიულ პირებს და ინდმეწარმეებს, მათ უნდა გააკონტროლონ, რომ პირი დახურულ საჯარო სივრცეში არ შევიდეს პირბადის გარეშე", - განაცხადა კანონმდებლობის ავტორმა, ანრი ოხანაშვილმა.
მისივე თქმით, მთავრობამ უნდა განსაზღვროს კონკრეტული დაშვება იმ პირებისთვის, ვისაც ჯანმრთელობის პრობლემა აქვს. ასევე, უნდა განისაზღვროს როგორ შეიძლება განიმარტოს კანონი აბიტურინტების შემთხვევაში.
პარლამენტმა პირბადის ტარებასთან დაკავშირებული კანონპროექტი 12 ივნისს დაამტკიცა.
Print