ახალი ამბები
ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტები შეიყვანეს
FaceBook
ქუთაისის ახალ ინფექციურ საავადმყოფოში, კორონავირუსით ინფიცირებული ორი პაციენტი წყალტუბოს საკარანტინე სივრციდან შეიყვანეს. ახალგაზრდა ცოლ-ქმარს აზერბაიჯანში მოგზაურობის ისტორია აქვთ.

კლინიკაში განმარტავენ, რომ მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.

იმერეთში კორონავირუსით ინფიცირებული სულ ხუთი პაციენტია, ყველა ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობს.

საქართველოში კორონავირუსის 837 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელდა - 697, გარდაიცვალა - 13. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 3 213 პირი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 303.
Print