კორონავირუსი
ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული ერთი პაციენტი შეიყვანეს
FaceBook

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტთა რაოდენობა გაიზარდა.


ახალი პაციენტი კლინიკაში წყალტუბოს საკარანტინე სივრციდან გადაიყვანეს. ინფიცირებული 52 წლის ქალია და მას უცხოეთში მოგზაურობის ისტორია აქვს. კლინიკის ინფორმაციით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

იმერეთში კორონავირუსით ინფიცირებული სულ ხუთი პაციენტია, ყველა ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში  მკურნალობს. პაციენტებიდან ორი სატვირთოს მძღოლია, ორი საკარანტინე სივრციდან გადაიყვანეს, ერთი კი თბილისის საავადმყოფოდან.

ბოლო 24 საათში, ქვეყანაში, კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 6-ით გაიზარდა, აქედან,  5-ის პირველწყარო უცნობია. სულ, ვირუსით ინფიცირების 828 შეთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდ 694,  გარდაიცვალა 13. კარანტინის რეჟიმშია 3230 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 285 პირი.












 

Print