კორონავირუსი
1 ინფიცირებული -11 გამოჯანმრთელებული - კორონავირუსის სტატისტიკა საქართველოში
FaceBook
ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსით ერთი ადამიანი დაინფიცირდა, 11 კი გამოჯანმრთელდა.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის თქმით, დაინფიცირებული პირი საკარანტინე ზონაში იმყოფებოდა და საავადმყოფოში მისი გადაყვანა იქედან მოხდა. ორი ინფიცირებული პაციენტი მკურნალობს იმერეთში. ორივე ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში იმყოფება. კლინიკის ინფორმაციით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ინფექციური საავადმყოფოდან 6 ივნისს გაეწერა ერთი გამოჯანმრთელებული პაციენტი.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით 809 ადამიანია დაინფიცირებული. გამოჯანმრთელდა - 674, გარდაიცვალა - 13. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 3 161 პირი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 285.

Print