კორონავირუსი
იმერეთში კორონავირუსით ინფიცირებული მხოლოდ ორი პაციენტი მკურნალობს
FaceBook
ქუთაისის ახალ ინფექციურში COVID-19-ით კვლავ ორი პაციენტი რჩება. იმერეთის მასშტაბით კლინიკებს სხვა ინფიცირებულები არ ჰყავთ.

როგორც ინფექციურ საავადმყოფოში ამბობენ, ორივე პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ერთ-ერთი მათგანი სატვირთოს მძღოლია, მეორე კი საირმის საკარანტინე სივრციდან არის გადმოყვანილი. ქუთაისის ინფექციურიდან ერთი გამოჯანმრთელებული პაციენტი გუშინ, 6 ივნისს გაეწერა. კლინიკა ჯამში 41-მა გამოჯანმრთელებულმა  პაციენტმა დატოვა. 

ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსის 809 დადასტურებული შემთხვევაა, მათ შორის გამოჯანრთელდა - 674, გარდაიცვალა - 13. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 3 161 პირი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 285.

Print