კორონავირუსი
4 ინფიცირებული და 6 გამოჯანმრთელებული - კორონავირუსის განახლებული სტატისტიკა
FaceBook
ხუთი ივნისის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევებს ისევ აჭარბებს გამოჯანმრთელებულთა სტატისტიკა. ბოლო 24 საათში ვირუსით ოთხი ადამიანი დაინფიცირდა, ხოლო ექვსი გამოჯანმრთელდა. 

ჯამში,  ქვეყნის მასშტაბით COVID-19-ის 805 დადასტურებული შემთხვევაა დაფიქსირებული. ვირუსი  650-მა ადამიანმა დაამარცხა, გარდაიცვალა - 13. კარანტინის რეჟიმში იმყოფება  2 424 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი  30. 

კორონავირუსზე მხოლოდ სამი პაციენტი მკურნალობს იმერეთში. რეგიონის საკარანტინე სივრცეებში სავალდებულო იზოლაციას  180 ადამიანი გადის. 


Print