კორონავირუსი
დახურულ საჯარო სივრცეში პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის დაჯარიმდებით
FaceBook
დახურულ სივრცეში პირბადის ტარებას მალე კანონი დაარეგულირებს.
კანონპროექტის მიხედვით, აღნიშნული წესის დარღვევისთვის დაჯარიმდება როგორც ფიზიკური, ასევე, იურიდიული პირი. ფიზიკური პირის შემთხვევაში ჯარიმა 50 ლარით განისაზღვრება, ხოლო იურიდიული პირი, რომელიც მის ორგანიზაციაში მყოფი პირების მიერ პირბადის ტარების წესის დაცვას ვერ უზრუნველყოფს, 500 ლარით დაჯარიმდება.

"ჩვენი ამოცანაა, რომ უზრუნველვყოთ საზოგადოების ჯანმრთელობის და სიცოცხლის დაცვა. სწორედ ამ მიზანს ემსახურება ჩვენს მიერ შემუშავებული კანონპროექტი, რომელიც უკვე ინიცირებულია და რომლის განხილვაც დაიწყება მომდევნო კვირაში დაჩქარებული წესით",– განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა. ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში ვირუსით 801 ადამიანია დაინფიცირებული. გამოჯანმრთელდა 644, გარდაიცვალა 13.

Print