კორონავირუსი
საჩხერის სამედიცინო ცენტრი ბოლო განკურნებულმა პაციენტმა დატოვა
FaceBook
საჩხერის სამედიცნო ცენტრი, დღეს ბოლო გამოჯანმრთელებულმა პაციენტმა დატოვა.
სამედიცინო ცნეტრის ხელმძღვანელის, მიხეილ ქამუშაძის თქმით,  პაციენტს გუშინ  ტესტი ჩაუტარდა და მისი პასუხი კორონავირუსზე უარყოფითი იყო. ქამუშაძის თქმით, გამოჯანმრთელებული პირი კლინიკიდან თვითიზოლაციაში გადავა. პაციენტს უცხოეთში მოგზაურობის ისტორია აქვს და ის ე.წ  საფრანგეთის კლასტერს ეკუთნოდა.

საჩხერის სამედიცინო ცეტრში ამ დროისთვის საკვლევი პაციენტები არ ჰყავთ.

იმერეთის რეგიონში კორონავირუსით ინფცირებული სამი პაციენტია, სამივე  მკურნალობის კურსს ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში გადის.

ორი ინფიცირებული სატვირთო მძღოლია, ხოლო მესამე საირმის საკარანტინე სივრციდან გუშინ გადმოიყვანეს.




Print