კორონავირუსი
ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში covid 19-ით ერთი პაციენტი შეიყვანეს
FaceBook
ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში პაციენტთა რაოდენობა ერთით გაიზარდა.
კლინიკაში დილით 60 წლის მამაკაცი შეიყვანეს. პაციენტი  საირმის საკარანტინე ზონიდან  გადმოიყვანეს. ინფიცირებული გორიდან არის და მას პოლონეთში მოგზაურობის ისტორია აქვს. ამ დროისთვის  ინფექციურში სამი პაციენტი მკურნალობს, ჯამში გამოჯანმრთელდა 40.

ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსის  800 შემთხვევაა დაფიქსირებული, მათ შორის 640 გამოჯანმრთელდა, გარდაიცვალა 13. კარანტინის რეჟიმში 2 424 პირი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 304.
Print