კორონავირუსი
იმერეთში კორონავირუსის დიაგნოზით ოთხი პაციენტი მკურნალობს
FaceBook
იმერეთში კორონავირუსით ინფიცირებული ოთხი პაციენტი მკურნალობს.

მათგან სამი  ქუთაისის ინფექციური საავადმყოფოშია.  კლინიკაში მესამე პაციენტი გუშინ, ქუთაისის რეფერალური საავადმყოფოდან გადაიყვანეს. იგი სატვირთოს მძღოლია.

სატვირთოს მძღოლია კლინიკაში  ერთი კვირის წინ მოთავსებული პირიც, მესამე პაციენტი კი შუახნის ქალბატონია, რომელიც ე.წ ღვანკითის კლასტერს მიეკუთნება.
იგი  38 დღეა მკურნალობს.
ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში აცხადებენ, რომ სამივე პაციენტის ჯამრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

კიდევ ერთი პაციენტი მკურნალობს  საჩხერის სამედიცინო ცენტრში. იგი  კლინიკაში 13 მაისს მოათავსეს. კლინიკის ხელმძღვანელის, მიხეილ ქამუშაძის თქმით, მას კორონავირუსზე ტესტს ხვალ აუღებენ.

ქვეყანაში კორონავირუსის 794 დადასტურებული შემთხვევაა დაფიქსირებული. გამოჯანმრთელებულია 624 ადამიანი. გარდაიცვალა 12. კარანტინის რეჟიმშია 2494 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 301- პირი. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.


Print