კორონავირუსი
"მომხმარებლის მიერ გასინჯული ტანსაცმელი დაუთოვდება "- ცვლილებები ტანსაცმლის მაღაზიებში
FaceBook
პირველი ივნისიდან, პანდემიის გამო დაკეტილი ყველა სახის მაღაზია და სავაჭრო ცენტრი გაიხსნა.
მუშაობა განაახლეს ტანსაცმლის მაღაზიებმაც, თუმცა, მათ სტანდარტული რეგულაციების გარდა, დამატებითი მოთხოვნების შესრულება მოუწევთ. გამკაცრებული წესები იმოქმედებს  ასეთი ტიპის მაღაზიების გასახდელებისთვის, კერძოდ, ტანსაცმელი, რომელსაც მომხმარებელი გაისინჯავს, უნდა დაუთოვდეს.

"მომხმარებლის მიერ გასინჯული ტანსაცმელი უთოვდება და 24 საათიან კარანტინში ხვდება",-ამბობენ მაღაზია "კოტონში, სადაც უსაფრთხოების მიზნით 10 გასახდელიდან მხოლოდ ხუთი იმუშავებს.
24 საათიან კარანტინს გაივლის თქვენს მიერ მაღაზიისთვის დაბრუნებული ტანსაცმელიც. ყოველ ორ საათში კი,  მაღაზიამ,  გასახდელში, სადაც თქვენ იმყოფებოდით,  დეზინფექცია უნდა ჩაატაროს.


გასახდელი "კოტონში"

უსაფრთხოების წესების დაცვით გაიხსნა დღეს კიდევ ერთი მაღაზია .  მაღაზიაში მისულებს ადგილზე დაგხვდებათ დეზობარიერი, სადეზინფექციო ხსნარი და ერთჯერადი ხელთათმანი. თავად კი აუცილებელია გეკეთოთ პირბადე.

"მომხმარებელს უნდა ეკეთოს პირბადე. ჩვენთან გაივლიან თერმოსკრინინგს, დეზობარიერს და ხელთათმანსაც ჩვენ დავახვედრებთ. მართალია, ცოტა დისკომფორტულია, მაგრამ ეს არის ის აუცილებელი მოთხოვნა, რომელიც პანდემიამ დაგვიწესა",-აცხადებენ მაღაზიაში.






სავაჭრო ცენტრები, კორონავირუსის პანდემიის გამო, 19 მარტს დაიხურა.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2019 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. ბოლო მონაცემებით ვირუსი დაუდგინდა  794 ადამიანს. აქედან 624 უკვე გამოჯანმრთელდა. გარდაიცვალა 12 ადამიანი.  2020 წლის 11 მარტს ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, რომელიც 22 მაისამდე გაგრძელდა.



Print