კორონავირუსი
საქართველოში კორონავირუსი კიდევ 11 ადამიანს დაუდგინდა
FaceBook

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები 11-ით გაიზარდა, თუმცა, უფრო მეტია გამოჯანმრთელებული.

ბოლო 24 საათში ვირუსი კიდევ 19-მა ადამიანმა დაამარცხა.


სულ ქვეყანაში კორონავირუსის 794 დადასტურებული შემთხვევაა დაფიქსირებული. გამოჯანმრთელებულია 624 ადამიანი. გარდაიცვალა 12.

კარანტინის რეჟიმშია 2494 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 301- პირი.

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.



 

Print