კორონავირუსი
იმერეთში მეორე საკარანტინე სივრცე დაიხურა
FaceBook
წყალტუბოს სასტუმრო ''პრომეთეს'' საკარანტინე სივრეცე დაიხურა.
დავადებათა კონტროლის ცენტრის, იმერეთის სამმართველოს ხელმძღვანელის გოჩა გიორგიძის ინფორმაციით, იმერეთის რეგიონში ორი საკარანტინე სივრცე რჩება - წყალტუბოს ''სპა ლეგენდსში'' და საირმეში.

იმერეთის ორ საკარანტინე სივრცეში ამ დროისთვის 8 ადამიანი იმყოფება.

იმერეთის რეგიონში 4 კოვიდინფიცირებული პაციენტია, აქედან ორი ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში იმყოფება, ერთი ქუთაისის რეფერალურ კლინიკაში, ხოლო მეოთხე კოვიდ დადებითი საჩხერის სამედიცინო ცენტრში გადის მკურნალობის კურს.

გასული 24 საათის განმავლობაში ქუთაისის ლაბორატორიამ 394 ბიოლოგიური ნიმუში შეამოწმა კორონავირუსზე, შემოწმებული ტესტები, იმერეთში  სამედიცინო პერსონალის და საირმის საკარანტინე სივრცის 133 პირს ეკუთნოდა. ყველა მათგანის პასუხი უარყოფითი იყო.

ქუთაისის ლაბორატორიამ სულ 8300 პირს ჩაუტარა კორონავირუსზე ტესტი.



Print