კორონავირუსი
საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რიცხვი 26-ით გაიზარდა
FaceBook
31 მაისის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 26 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა - 5.
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხდებით, აქედან 18 შემთხვევა ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მუშევანიდანაა, 4 კი საკარანტინე სივრციდან.

ჯამში ქვეყანაში COVID-19-ის 783 დადასტურებული შემთხვევაა, აქედან 605 გამოჯანმრთელდა, 12 გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმში 2 966 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 250.

იმერეთში კორონავირუსის დიაგნოზით ამ დროისათვის 4 პაციენტი მკურნალობს. ვირუსის დაფიქსირების ბოლო შემთხვევა 28 მაისს დაიფიქსირდა. COVID-19 დაუდგინდა 31 წლის სატვირთოს მძღოლს წყალტუბოდან, რომელსაც სამსახურეობრივი მოგზაურობის ისტორია აქვს.


Print
თეგები: #პანდემია