ახალი ამბები
საქართველოში კორონავირუსის 11 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
FaceBook
საქართველოში, ბოლო 24 საათში კორონავირუსით 11 ადამიანი დაავადდა.

ინფიცირებულთა შორის ორი ბოლნისიდანაა, ცხრა შემთხვევა კი თბილისში გამოვლინდა.

პარალელურად 24-ით გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რიცხვა.

ჯამში, კოორნავირუსით ინფიცირებულია 757 ადამიანი, ხოლო გამოჯანმრთელებულია 600. ვირუსით გარდაიცვალა 12 ადამიანი.  კარანტინის რეჟიმში იმყოფება 3031 ადამიანი, ხოლო სტაციონარში დაკვირვების ქვეშ 262.


საქართველოში კორონავირუსის გავრცელების გამო დაწესებული საგანგებო მდგომარეობა უკვე დასრულდა. ეტაპობრივად იხსნება სხვა შეზღუდვები. 29 მაისიდან აღდგა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა. 8 ივნისიდან მუშაობას განაახლებს საქალაქთაშორისო ტრანსპორტიც.  პირველი ივნისიდან  იხსნება მოლები და სხვა სავაჭრო ცენტრები.  15 ივნისიდან კი შიდა ტურიზმი ამუშავდება.
Print