ახალი ამბები
როდის შეძლებენ ბენეფიციარები მადლიერების სახლიდან საკვების გატანას
FaceBook
ქუთაისის მადლიერების სახლის  უფასო სასადილოებში ბენეფიციარები საკვების მიღებას პირველი ივნისიდან შეძლებენ.

ვირუსის გამო კვლავ აკრძალული იქნება საკვების ადგილზე მირთმევა. იმუშავებს მხოლოდ გატანის სერვისი.
შეზღუდვები იმოქმედებს უფასო სასადილოებში მისული ბენეფიციარებისთვისაც.

უფასო სადილის მიმღებები შენობაში მხოლოდ პირბადით დაიშვებიან, არაუმეტეს სამი ადამიანისა. დაწესებულების თანამშრომელები კი შესასვლელში დეზინფექციის პროცედურის ჩატარებას უზრუნველყოფენ.

ქუთაისის "მადლიერების სახლის" სასადილოები, სხვა დაწესებულებების მსგავსად, კორონავირუსის გამო დაიკეტა. ვირუსის პირობებში ბენეფიციარები სადილს სახლში იღებდნენ.


ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 746 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა - 576. 12 პაციენტი გარდაიცვალა.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.
Print