ახალი ამბები
იმერეთში კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
FaceBook
28 მაისს იმერეთში კორონავირუსის ერთი შემთხვევა დაფიქსირდა.

COVID-19 დაუდგინდა 31 წლის სატვირთოს  მძღოლს წყალტუბოდან, რომელსაც სამსახურეობრივი მოგზაურობის ისტორია აქვს. 

ინფიცირებული ქუთაისის ახალ ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობს.

როგორც კლინიკაში განმარტავენ, პაციენტმა ე.წ. ცხელების ცენტრს თავად მიმართა. ანალიზების აღების შემდეგ კი კორონავირუსი დაუდასტურდა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

ქუთაისის ახალ ინფექციურში ამ დროისთვის ორი პაციენტია მოთავსებული. ჯამში გამოჯანმრთელდა 39. 

ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსის 735 დადასტურებული შემთხვევაა. აქედან 557 გამოჯანმრთელდა, გარდაიცვალა - 12.

კარანტინის რეჟიმში 3 076 პირი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 250.
Print