ახალი ამბები
იმერეთში კორონავირუსის დიაგნოზით სამი პაციენტი მკურნალობს
FaceBook
COVID-19-ის დიაგნოზით იმერეთში არსებულ კლინიკებში სამი ინფიცირებული მკურნალობს.

აქედან ერთი საჩხერის სამედიცინი ცენტრში, მეორე ქუთაისის ახალ ინფექციურში, ხოლო მესამე ქუთაისის რეფერალურ ჰოსპიტალში. კლინიკების წარმომადგენლები ქუთაისიპოსტთან საუბარში აღნიშნავენ, რომ პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. 

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ქუთაისის სამმართველოს ხელმძღვანელის, გოჩა გიორგიძის თქმით, ამ დროისათვის იმერეთის საკარანტინე ზონაში 141 პირი იმყოფება.

"ქუთაისის ლაბორატორიაში გუშინ სპეციალისტებმა 244 ბიოლოგიური ნიმუში შეამოწმეს კორონავირუსზე და ყველა მათგანის პასუხი კოვიდ უარყოფითია", - ამბობს გოჩა გიორგიძე. 

ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსის 735 დადასტურებული შემთხვევაა. აქედან 557 გამოჯანმრთელდა, გარდაიცვალა - 12.

კარანტინის რეჟიმში 3 076 პირი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 250. 

28 მაისის მონაცემებით საქართველოში კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა - 16.
Print