ვიდეო
რომელი შეზღუდვის მოხსნას ითხოვენ ქუთაისში - ვიდეოგამოკითხვა
FaceBook
პანდემიის გამო საქართველოში ამ დრომდე გარკვეული შეზღუდვები მოქმედებს.

არ მოძრაობს საქალაქთაშორისო თუ საქალაქო ტრანსპორტი, დაკეტილია სავაჭრო ცენტრები/მოლები, გასართობი თუ გამაჯანსაღებელი დაწესებულებები. ასევე, ჯერ არ გახსნილა კაფე-ბარები და რესტორნები.

რომელი შეზღუდვის მოხსნას მიიჩნევენ ქუთაისში ყველაზე მნიშვნელოვნად, ნახეთ ვიდეოგამოკითხვა:



ასევე, ნახეთ, როდიდან რა საქმიანობის განხორციელება იქნება ნებადართული.

I ეტაპი

27 აპრილიდან მსუბუქი მანქანებით გადაადგილება, ტაქსების ოპერირება, ონლაინ ვაჭრობა, ღია ტიპის აგრარული ბაზრების გახსნა.

II ეტაპი

11 მაისიდან მშენებლობა,სამშენებლო მასალების წარმოება, ავტოსერვისი სრულად, საყოფაცხოვრებო ნივთების რემონტი, სარეკრეაციო ზონების ფუნქციონირება.

III ეტაპი

25 მაისიდან ყველა ტიპის ღია ბაზრობა, ყველა ტიპის წარმოება, საგამომცემლო საქმიანობა, მაღაზიები .

IV ეტაპი

8 ივნისიდან. სავაჭრო მოლები, სალონები, ღია ტიპის რესტორნები და ბარები.

V ეტაპი

22 ივნისიდან დახურული ტიპის ბაზრები და ბაზრობები, რესტორნები და კვების ობიექტები.

VI ეტაპი

6 ივლისიდან ყველა სხვა საქმიანობა, სასტუმროები, სათამაშო ბიზნესი, გასართობი და სპორტულ-გამაჯანსაღებელი საქმიანობა.

პრემიერმა მოკლე განმარტება გააკეთა საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენაზე და განაცხადა, რომ ამ პროცესის რომელიმე ეტაპზე მიბმა არაგონივრული იქნება, რადგან ეს საკითხი დამოკიდებული იქნება ქვეყანაში ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე. შესაბამისად, ზუსტი დრო, როდის შეძლებენ მოქალაქეები საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობას, უცნობია.

Print