ახალი ამბები
დაინფიცირდა თუ არა საჩხერეში კორონავირუსით პაციენტი ხელმეორედ - ექიმის განმარტება
FaceBook
საჩხერეში პაციენტი კორონავირუსით ხელმეორედ არ დაინფიცირებულა.

ამის შესახებ ქუთაისიპოსტთან საუბარში საჩხერის სამედიცინო კლინიკის ხელმძღვანელი, მიხეილ ქამუშაძე აცხადებს. ექიმის თქმით, მამაკაცს შუალედურ ეტაპზე COVID-19-ზე უარყოფითი პასუხი ჰქონდა, თუმცა განმეორებითი ანალიზების შედეგად მას ვირუსი ისევ დაუდასტურდა. 

"ამ ხნის განმავლობაში ის კარანტინში იმყოფებოდა, ანუ კონტაქტი არავისთან ჰქონია. შესაბამისად, ვერ ვიტყვით იმას, რომ ის ხელახლა დაინფიცირდა ვინმესგან", - ამბობს მიხეილ ქამუშაძე. 

ექიმის თქმით, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. 

პაციენტს უცხოეთში მოგზაურობის ისტორია აქვს და ის თავიდან საირმის საკარანტინე ზონაში იყო მოთავსებული. 
Print