კორონავირუსი
ზესტაფონში კორონავირუსით დაინფიცირებული პაციენტის კონტაქტები დადგენილია
FaceBook

ზესტაფონში, კოვიდ 19-ით  დაინფიცირებული მამაკაცის კონტაქტები დადგენილია.


"ზესტაფონში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა უკვაშირდება სატვირთო ავტომანქანის მძღოლს. მონიტორინგი ხორციელდება ყველა მძღოლზე, რომელიც შემოდის ქვეყნის ტერიტორიაზე და ტოვებს და ყველა გვყავს აღრიცხვაზე ყოველდღიურად, შესაბამისად, ვაკონტროლებთ მათ თვითიზოლაციის პირობებს, ეს პიროვნებაც იყო თვითიზოლაციაში, გახდა შეუძლოდ, რის შემდეგაც მიმართა სამედიცინო ცენტრს, სადაც დაუდასტურდა "კოვიდ 19".

ოჯახთან კონტაქტი არ ჰქონია, რამდენი ადამიანთან იყო კონტაქტი გადაადგილების დროს, როდესაც ჩამოვიდა ზესტაფონში, ყველა ადამიანი იდინტიფიცირებულია და იმყოფებიან თვითიზოლაციაში. ასე რომ, კონტაქტების დიდი რაოდენობა არ არის და არ არსებობს საშიშროება, რომ გავრცელება მოხდეს", - ამბობს  იმერეთის სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე.  

 

29 წლის მამაკაცი ქუთაისის რეფერალურ ჰოსპიტალში დადასტურებული კოვიდ 19-ით ზესტაფონის საავადმყოფოდან გვიან ღამით გადაიყვანეს.

მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია.

 

Print