კორონავირუსი
იმერეთში კორონავირუსის ახალი შემთხვევა გამოვლინდა
FaceBook
იმერეთში, კორონავირუსის ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
ინფიცირებული მამაკაცი ქუთაისის რეფერალურ საავადმყოფოში მკურნალობს.

კლინიკის მთავარი ექიმის, ირაკლი გოგინავას თქმით, პაციენტის ჯამრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, ის გვიან ღამით, ზესტაფონის საავადმყოფოდან შემოიყვანეს.

ექიმის თქმით, მამაკაცს დიარეა და ზოგადი სისუსტე აღენიშნება.

იმერეთის რეგიონში კორონავირუსით ინფიცირებული სამი პაციენტია. ერთი ქუთაისი ახალ ინფექციურში, მეორე რეფერალურ საავადმყოფოში, მესამე კი საჩხერის სამედიცინო ცენტრში გადის მკურნალობის კურსს.


Print