ახალი ამბები
აღნიშნული და „გადადებული“ ბოლო ზარი (ფოტო)
FaceBook

დღეს, 20 მაისს მეთორმეტეკლასელებისთვის ბოლო ზარი დაირეკა.

Პანდემიის ეპოქამ ბოლო ზარის რიტუალშიც შეიტანა ცვლილებები. წელს  ბოლო ზარი ცარიელ სკოლებში დარეკეს.


ქუთაისის სკოლების Მე -12 კლასელების უმეტესობამ  გადადო ბოლო ზარის აღნიშვნა.

„ჯერჯერობით არაფერს ვაპირებთ იმიტომ, რომ შეზღუდვებია ჯერ კიდევ. როცა შეიცვლება სიტუაცია, ვგეგმავთ სკოლის ეზოში შევხვდეთ მასწავლებლებთან და სკოლელებთან ერთად", - Ამბობს მე -12 კლასელი მარიამ ჟორჟოლიანი.

„დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე უჩვეულოდ მოგვიწევს აღვნიშნოთ ბოლო ზარი. 20 მაისს არ ვგეგმავთ, თუმცა ორი კვირის შემდეგ აღვნიშნავთ, როცა შედარებით კარგი სიტუაცია იქნება ქვეყანაში“, -  აღნიშნავს ნინო ლოსაბერიძე.

.

თუმცა  მე-12 კლასელების ნაწილმა მაინც არ უღალატეს ტრადიციას და პერანგებსა და მაისურებზე სამახსოვრო წარწერების რიტუალიც განახორციელდა.


ქუთაისის 23-ე საჯარო სკოლის მე-12 კლასელები

„გადავწყვიტეთ მაინც არ დაგვეტოვებინა ეს დღე აღნიშვნის გარეშე. Სკოლის ეზოსთან შევიკრიბეთ და სამახსოვრო წარწერებიც გავაკეთეთ", - Ამბობს 23-ე საჯარო სკოლის მოსწავლე ნანუკა შაკინოვი.

Სკოლის დასრულება მოსწავლეებს განათლების მინისტრმაც მიულოცა.


„ალბათ, ბევრჯერ გიფიქრიათ როგორი იქნებოდა თქვენი „ბოლო ზარი" - დღე, როცა დატოვებდით სკოლის კედლებს და შეაბიჯებდით ცხოვრების ახალ და საინტერესო ეტაპზე. თუმცა, აქამდე არნახულმა გამოწვევამ, რომლის წინაშეც ახლა მთელი კაცობრიობა დგას, სწავლის დასკვნით ეტაპზე თქვენს სკოლებს, საყვარელ მეგობრებსა და მასწავლებლებს დაგაშორათ. თქვენ გამორჩეული თაობა ხართ და მჯერა, ასეთივე განსაკუთრებულ მომავალს შექმნით!“, - ამბობს მინისტრი თავის მიმართვაში.


ქუთაისში  სკოლა 1945-მა მოსწავლემ დაასრულა.  მათგან 1680-მა მოსწავლემ  - საჯარო სკოლა, ხოლო 
265-მა  - კერძო.

პანდემიის მიზეზით საგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესი 2 მარტს შეწყდა.

სასწავლო პროცესი სექტემბრამდე არ განახლდება.

Print