ახალი ამბები
საჩხერეში კოვიდ 19-ით მამაკაცი მეორედ დაინფიცირდა
FaceBook
საჩხრეში, მამაკაცი ახალი კორონავირუსით მეორედ დაინფიცირდა. საჩხერის სამედიცინო ცენტრის ხელმძღვანელის, მიხეილ ქამუშაძის თქმით,ინფიცირებულ მამაკაცმა  კოვიდ-19 რამდენიმე კვირის წინ  დაამარცხა. თუმცა, გაწერის შემდეგ ის თვითიზოლაციაში იმყოფებოდა.

მას შემდეგ რაც მამაკაცს კორონავირუსის სიპტომები ხელახლა გამოუვლინდა, მისი ბიოლოგიური ნიმუში ქუთაისის ლაბორატოირამ შეისწავლა, მისი პასუხი კორონავირუსის ტესტზე დადებითი აღმოჩნდა.

პაციენტი კლინიკაში, განმეორებით, ექვსი დღის წინ, საკარანტინე სივრციდან შეიყვანეს.

ქამუშაძის  თქმით, მისი ჯამრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

ახალგაზრდა მამაკაცი თავდაპირველად საირმის საკარანტინე სივრცეში იყო მოთავსებული, მას უცხოეთში მოგზაურობის ისტორია აქვს.



Print
თეგები: #საჩხერე