რჩევები
Როგორ შევივსოთ D ვიტამინის დანაკლისი?!
FaceBook
Პანდემიით გამოწვეულმა იზოლაციამ ბევრი რამ მოაკლო ჩვენს ორგანიზმს. მათ შორის D ვიტამინი, რომელსაც მზისგან იღებს ადამიანი.
Ამ დანაკლისმა გააჩინა ბუნებრივი კითხვა - რით შეიძლება შეივსოს ამ ვიტამინის დეფიციტი ორგანიზამში? -  Ამ კუთხით რა რჩევების გათვალისწინებაა საჭირო?

Როგორც ექიმი თეონა ხურციძე ამბობს, საკვებით ნაკლებად მარაგდება ორგანიზმი D ვიტამინით. საჭირო ხდება სხვა საშუალების მიხმარება.

"ამ პერიოდში (იზოლაციაში) მზეზე სეირნობა განსაკუთრებულად ენატრება ყველას. D ვიტამინი იზოლაციის გარეშეც აქტუალურია და ახლა მითუმეტეს... ზოგადად, დაბალანსებული
საკვები რაციონიც კი ვერ უზრუნველყოფს საკმარისი რაოდენობით D ვიტამინის მიღებას, მითუმეტეს, რომ ძალზე მწირია ჩამონათვალი იმ საკვები პროდუქტებისა, რომელიც შეიცავს D ვიტამინს. აქედან გამომდინარე გაიდლაინები, რომლებიც ფოკუსირდება D
ვიტამინის ეფექტებზე, ასაკის, წონის, დაავადების სტატუსისა და ეთნიკური კუთვნილების გათვალისწინებით რეკომენდაციას უწევს D ვიტამინის პროფილაქტიკურ დოზის მიღებას 400 სე-დან 1000 სე-მდე დღეში. ზაფხულის განმავლობაში კი, კანის მზით ინსოლაციის შემთხვევაში საკმარისი დროით, შეგვიძლია D ვიტამინის დანამატი არ მივიღოთ.“
Print