ახალი ამბები
''საგამოცდო სივრცეში იქნება ბარიერები, რაც მონაწილეებს ერთმანეთისგან გამიჯნავს'' - ნუნუ მიცკევიჩი
FaceBook
ეროვნულ გამოცდებზე უსაფრთხო გარემოს უზრუნველსაყოფად, თითოეული მონაწილე ერთმანეთისგან სპეციალური ბარიერით იქნება გამიჯნული.
ამის შესახებ, განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩმა განაცხადა.

მისი თქმით, ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად, შემუშავებულია უსაფრთხოების გეგმა.

უპირველეს ყოვლისა, ეს უნდა იყოს უსაფრთხო გარემოს შექმნა, განსაზღვრული სივრცე უნდა იყოს თითოეული პირისთვის. ბარიერი უნდა იქნას დამონტაჟებული, რაც გამიჯნავს ერთ პირს მეორე პირისგან და, რა თქმა უნდა, ჰიგიენის და დეზინფიცირების ყველა წესი იქნება დაცული. განათლების სისტემა მზადაა გამოცდების ჩასატარებლად, ყველა საორგანიზაციო საკითხი არის მოგვარებული. პროცესი მიმდინარეობს რათა შეიქმნას უსაფრთხო გარემო. გამოცდები ჩატარდება ივლისში, მაგრამ არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა კიდევ უფრო დაგვიზუსტებს ამ პერიოდს, არსებული გამოცდილება მოგვცემს საშუალებას, რომ ივნისის თვეში გამოვაცხადოთ, ივლისში თუ როდის ჩატარდება გამოცდები", – განაცხადა ნუნუ მიცკევიჩმა.

მიცკევიჩის თქმით, იძულებითი არდადეგების დროს, აბიტურენტებს მომზადებაში ''ტელესკოლა'' და სხვა აქტიობები დაეხმარა.

2020 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 39 300-ზე მეტი აბიტურიენტია დარეგისტრირებული. იგივე პერიოდში გასამართ პედაგოგთა საკვალიფიკაციო გამოცდაზე კი – 19 600 აპლიკანტი. აბიტურიენტების და მასწავლებლების გარდა საგამოცდო სივრცეები მაგისტრობის მსურველებს და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის მონაწილეებს უნდა დაეთმოს.

საგამოცდო სივრცეში 10 ადამიანზე მეტი არ განთავსდება.


Print