ახალი ამბები
თერჯოლის ცხელების ცენტრში პაციენტს დიდი ოდენობით ნარკოტიკები აღმოუჩინეს
14:00 / 17.05.2020
თერჯოლის ცხელების ცენტრში
საკარანტინე ზონიდან შეყვანილ პაცინეტს დიდი ოდენობით ნარკოტიკული
საშუალება აღმოაჩნდა.
დანაშაულის შესახებ სამართალდამცავებს თავად ექიმებმა
შეატყობინეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, რომ ფაქტზე პირი უკვე
დაკავებულია და გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით
დაიწყო, რაც ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვას
გულისხმობს.
მას კორონავირუსი არ აღმოაჩნდა.
მასალის გამოყენების პირობები