ახალი ამბები
იმერეთის რეგიონის აბიტურიენტებს კონკურსში იწვევენ
FaceBook
საქართველოს უნივერსიტეტს რეგიონში მცხოვრები აბიტურიენტებისთვის შეთავაზება აქვს.
კონკურსი იმ აბიტურიენტებისთვისაა გათვლილი, რომლებსაც ინტერნეტზე წვდომა არ აქვს.

კონკურსში გამარჯვების შემთხვევაში სასწავლო დაწესებულება ინტერნეტ კავშირს სთავაზობს.

"ეს ყველაფერი მათ დაეხმარებათ ონლაინ გაკვეთილებს დაესწრონ და ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის სრულფასოვნად მოემზადონ".

საქართველოს უნივერსიტეტის რეგიონული ოფისების Facebook ჯგუფებში LIVE გათამაშება გაიმართება, სადაც მონაწილეები სხვადასხვა ტიპის საგანმანათლებლო და ინტერაქტიულ შეკითხვებს გასცემენ პასუხს.

როგორც უნივერსიტეტი აცხადებს. გამარჯვებულებს ინტერნეტს თავად შეუძენენ.

⏭ იმერეთი - https://bit.ly/2T4NZvv

სხვა რეგიონები: 

⏭ სამეგრელო-ზემო სვანეთი - https://bit.ly/2WsihKS
⏭ აჭარა და გურია - https://bit.ly/2WSUdQq
⏭ სამცხე-ჯავახეთი - https://bit.ly/2Wu0EKu
⏭ შიდა ქართლი - https://bit.ly/3fLfeoF
⏭ კახეთი - https://bit.ly/3crBq58

Print