კორონავირუსი
იმერეთის რეგიონში კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა
FaceBook

იმერეთის რეგიონში, ორ კვირაზე მეტია კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.


ქუთაისის ახალ ინფექციურ საავადმყოფოში, კორონავირუსით ინფიცირებული 2 პაციენტი გადის მკურნალობის კურსს.

ახალი პაციენტი არ მიღიათ საჩხერის სამედიცინო ცენტრშიც, ამ დროისთვის კლინიკას კოვიდ დადებითი პაციენტი არ ჰყავს.

საქართველოში კორონავირუსის 677 დადასტურებული შემთხვევიდან 419 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 12 გარდაიცვალა.

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

კარანტინის რეჟიმშია 3873 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 393 პირი.



 

Print