ახალი ამბები
ტურისტებს კორონავირუსზე ტესტირება, შესაძლოა საქართველოშიც ჩაუტარონ
FaceBook
ტურისტებს, რომლებიც საქართველოში ჩამოვლენ, შესაძლოა კორონავირუსზე ტესტი ჩაუტარონ.
ამის შესახებ, ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძე განაცხადა.

მინისტრის თქმით, მნიშვნელოვანია, ტურისტები იყვნენ იმ ქვეყნებიდან, რომლებიც ნაკლებად რისკის შემცველია.

''როდესაც ტურისტი ქვეყანაში შემოვა, რა თქმა უნდა, მხოლოდ თერმოსკრინინგი არ იქნება საკმარისი. ჩვენ ვიცით, რომ გლობალურად სიტუაცია ბევრად უფრო გართულებულია და ვმსჯელობთ, თუ რომელ ლოკაციაზე გვექნება შესაძლებლობა, რომ პარალელურად ლაბორატორიული მომსახურება გვქონდეს და გარკვეული დაყოვნების შემთხვევაში, ტურისტმა ადგილზე მიიღოს ეს მომსახურება იმ შემთხვევაში, თუ მას ეს საკუთარ ქვეყანაში არ აქვს გაკეთებული", – განაცხადა ტიკარაძემ.

მისივე განცხადებით, მთავრობა ამ საკითზე უკვე მსჯელობს.

საქართველოს მთავრობის განცხადებით, 1 ივნისიდან ქვეყანა გაიხსნება ტურისტებისთვის.
Print