კორონავირუსი
''სამზე მეტი ადამიანის შეკრების შეზღუდვა მოიხსნება''- გიორგი გახარია
FaceBook

დახურულ და ღია სივრცეში სივრცეში სამ ადამიანზე მეტი შეკრების შეზღუდვა მოიხსნება.


ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ავტომობილით გადაადგილებისას სამ ადამიანზე დაწესებული შეზღუდვა კვლავ ძალაში რჩება.

"მივიღეთ გადაწყვეტილება, მოიხსნას შეზღუდვა სამ ადამიანზე შეკრების თვალსაზრისით, როგორც დახურულ, ასევე ღია სივრცეებში, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მოიხსნება ავტოსატრანსპორტო შესაძლებლობებით სამი ადამიანის გადაადგილების შეზღუდვა. მიუხედავად ყველაფრისა, ამ შეზღუდვას აქვს მნიშვნელოვანი ეპიდემიოლოგიური აზრი, რასაც ჩვენ ექიმები გვარწმუნებენ და ჩვენ მათი გვჯერა. პროფესიონალების რეკომენდაციები ეპიდემიასთან ბრძოლაში არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

Print