ახალი ამბები
საქართველოში კორონავირუსით მეთორმეტე ადამიანი გარდაიცვალა
FaceBook

საქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი, მეთორმეტე პაციენტი  გარდაიცვალა.

გარდაცვლილი თბილისის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მკურნალობდა. ის  81 წლის ქალია.

გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 11 გამოჯამრთელდა. საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირების 652 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 383 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 12 გარდაიცვალა. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

 

Print