კორონავირუსი
იმერეთის რეგიონში ცამეტი დღეა კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა
FaceBook
იმერეთის რეგიონში 13 დღეა, კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის, იმერეთის სამმართველოს ხელმძღვანელის თქმით, ქუთაისის ლაბორატორიამ 204 ბიოლოგიური ნიმუში შეამოწმა კორონავირუსზე, არცერთ მათგანს კოვიდ-19 არ დაუდასტურდა.

გოჩა გიორგიძის ინფორმაციით, ანალიზებს შორის, იმერეთის რეგიონში არსებული სამედიცინო დაწესებულებების პაციენტების,სამედიცინო პერსონალის, შმმ პირთა თავშესაფრის და საკარანტინე სივრციდან გამსვლელ პირთა ანალიზი შემოწმდა.

იმერეთის რეგიონში არსებულ ხუთ საკარანტინე სივრცეში ამ დროისთვის 206 ადამიანია მოთავსებული.
Print