კორონავირუსი																												
					
				
										
											იმერეთის რეგიონში ცამეტი დღეა კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა									
						
		
								
								
						
							
						
						
							
							
						
						
							
															
									10:49 / 14.05.2020								
							
						
					 
					
						
				
			
			
												იმერეთის რეგიონში 13 დღეა,
კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის, იმერეთის სამმართველოს ხელმძღვანელის
თქმით, ქუთაისის ლაბორატორიამ 204 ბიოლოგიური ნიმუში შეამოწმა
კორონავირუსზე, არცერთ მათგანს კოვიდ-19 არ დაუდასტურდა.
გოჩა გიორგიძის ინფორმაციით, ანალიზებს შორის, იმერეთის რეგიონში
არსებული სამედიცინო დაწესებულებების პაციენტების,სამედიცინო
პერსონალის, შმმ პირთა თავშესაფრის და საკარანტინე სივრციდან გამსვლელ
პირთა ანალიზი შემოწმდა.
იმერეთის რეგიონში არსებულ ხუთ საკარანტინე სივრცეში ამ დროისთვის 206
ადამიანია მოთავსებული.			 
											 
					
							 
მასალის გამოყენების პირობები