კორონავირუსი
ქუთაისის შესასვლელთან ბლოკ-საგუშაგოების აღება იწყება
FaceBook
ქუთაისის შესასვლელთან ბლოკ-საგუშაგოების აღება დღეიდან, 12 მაისიდნ იწყება.
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ზვიად შალამბერიძის განცხადებით, მკაცრი საკარანტინო რეჟიმი მოიხსნის მიუხედავად, თერჯოლის სოფელ ღვანკითში ბლოკ-საგუშაგო სოფელ ღვანკითში 22 მაისამდე შენარჩუნდება. 

"სააკორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით დღეიდან ღვანკითში უკვე იხსნება შეზღუდვები, აქ აღარ იქნება ე.წ. საკარანტინო ზონა, თუმცა რჩება ბლოკ-საგუშაგო, სადაც გაგრძელდება მოსახლეობის თერმოსკრინინგი 22 მაისის ჩათვლით, ეს იმიტომ, რომ ჩვენ რეალურად მაინც გვქონდეს იმის საშუალება, რომ პრევენცია მოვახდინოთ", - განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.

საკოორდინაციო საბჭოს 12 მაისს მიღებული გადაწყვეტილები, სოფელ ღვანკითში მკაცრი საკარანტინო რეჟიმი მოიხსნა, ე.წ გამშვებ პუნქტებზე კი მხოლოდ პოლიცია დარჩება.




Print