კორონავირუსი
თერჯოლის ჩაკეტილი სოფელი ღვანკითი გაიხსნა
FaceBook
სამკვირიანი იზოლაციის შემდეგ, თერჯოლის სოფელი ღვანკითი გაიხსნა.
დღეიდან სოფელში გადაადგილება შუფერხელად არის შესაძლებელი.705 კომლიან სოფელში კორონავირუსის 13 შემთხვევაა დაფიქსირებული, რის გამოც სოფლის შესასვლელი და გასასვლელი ჩაკეტილი იყო. ღვანკითში არ გაუქმებულა ბლოკ–საგუშაგოები. სოფლის შესასვლელებთან კვლავ მიმდინარეობს მოქალაქეების თერმო–სკრინინგი.
ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 639 შემთხვევაა დაფიქსირებული, აქედან 349 უკვე გამოჯანმრთელებულია. შესაბამისად, კლინიკებში ვირუსზე ახლა მხოლოდ 290 ადამიანი მკურნალობს. 11 დღეა ვირუსის არც ერთი ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა იმერეთში.

ქვეყნის მასშტაბით, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4769 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 414 პირი.
Print