კორონავირუსი
ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის მხოლოდ ერთი შემთხვევა დაფიქსირდა
FaceBook
ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსით ინფიცრებულთა სტატისტიკა მხოლოდ ერთით გაიზარდა, გამოჯანმრთელებულთა რიცხვმა კი 32–ს მიაღწია.

ჯამში, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 639 შემთხვევაა დაფიქსირებული, აქედან 349 უკვე გამოჯანმრთელებულია. შესაბამისად, კლინიკებში ვირუსზე ახლა მხოლოდ 290 ადამიანი მკურნალობს.

11 დღეა  ვირუსის არც ერთი ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა იმერეთში.

ქვეყნის მასშტაბით, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4769 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 414 პირი.
Print