კორონავირუსი
იმერეთში თერთმეტი დღეა კორონავირუსი არ დაფიქსირებულა
FaceBook
ქუთაისის ლაბორატორიაში, მეთერთმეტე დღეა კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.
ლუგარის ლაბორატორიაში სპეციალისტებმა 158 ბიოლოგიური ნიმუში შეამოწმეს და კოვიდ-19 არცერთ მათგანს არ დაუდასტურდა.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის, იმერეთის სამმართველოს ძელმძღვანელის თქმით, ანალიზები იმერეთის რეგიონის სამედიცინო დაწესებულებებიდან, საკარანტინე სივრცეებიდან და ბავშვთა საოჯახო ტიპის სახლებიდან იყო.

ქუთაისის ინფექციურ საავადყოფოში კორონავირუსის დიაგნოზით სამი პაციენტია მოთავსებული.

საჩხერის სამედიცინო ცენტრს კი ამ დროისთვის კოვიდ-19-ით ინფიცირებული პაციენტი არ ჰყავს.
Print