კორონავირუსი
COVID-19-ით დაინფიცირებულ პაციენტებს ქუთაისში კიდევ ერთი კლინიკა მიიღებს
FaceBook
კორონავირუსით დაინფიცირებული პაციენტების მკურნალობაში ქუთაისის რეფერალური ჰოსპიტალიც ერთვება.

კლინიკაში ქუთაისიპოსტს უთხრეს, რომ პაციენტების სადიაგნოსტიკოდ და სამკურნალოდ ჰოსპიტალს 100 საწოლი გააჩნია, რაც საშუალებას აძლევთ ერთდროულად 83 დაინფიცირებული და 17 სავარაუდოდ დაინფიცირებული პაციენტი მიიღონ.

"ამასთან, მძიმე პაციენტების მართვისათვის გამოიყო 27 რეანიმაციული და ინტენსიური თერაპიის საწოლი. სავარაუდოდ, დაინფიცირებული პირებისათვის ჰოსპიტალში მოეწყო 17 საიზოლაციო პალატა ინდივიდუალური საწოლებითა და სველი წერტილებით. პაციენტების ჯანმრთელობის დასაცავად იბრძოლებს 70 მდე სამედიცინო პერსონალი, რომლებმაც გაიარეს ამერიკის დაავადებათა კონტროლის (CDC) ცენტრის მიერ ინფექციის პრევენციაზე და კონტროლზე ფოკუსირებული სასწავლო კურსი".

ამ დროისთვის იმერეთში კოვიდინფიცირებულებს დახმარებას სამ კლინიკაში ქუთაისის ახალ ინფექციურსში, საჩხერის საავადმყოფოსა და კლინიკა "ბომონდში" უწევდნენ.

დღეის მდგომარეობით, საჩხერეს არცერთი ინფიცირებული პაციენტი არ ჰყავს, ხოლო ქუთაისის ახალ ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობას მხოლოდ ოთხი პაციენტი გადის.
Print