კორონავირუსი
პაციენტი, რომელმაც სადეზინფექციო ხსნარი დალია კლინიკიდან გაეწერა
FaceBook
ქუთაისში, კლინიკა '' ბომონდში'' გუშინ, შეყვანილი პაციენტი, რომელმაც წყლის ნაცვლად სადეზინფექციო ხსნარი დალია კლინიკიდან გაწერეს.

საავადმყოფოში განმარტავენ, რომ პაციენტი უკვე თავს კარგად გრძობს. 


''ქალბატონს აღებული სინჯის მიხედვით, კორონავირუსი არ დაუდასტურდა  და კლინიკიდან დილით გაწერეს", – განმარტავენ "ბომონდში". 

პაციენტი,  კლინიკაში კატასტროფის ბრიგადამ ზესტაფონის ''ჯეოჰოსპიტალიდან'' გადმოიყვანა.

''ბომონდში'' ამ დროისთვის კორონავირუსზე ორი საკვლევი პაციენტია მოთავსებული.


ამავე თემაზე:

პაციენტი, რომელმაც სადეზინფექციო ხსნარი დალია ქუთაისში გადმოიყვანეს
Print
თეგები: #ბომონდი