კორონავირუსი
მეშვიდე დღეა იმერეთში კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა
FaceBook

შვიდი დღეა იმერეთის რეგიონში კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის, იმერეთის სამმართველოს ხელმძღვანელის თქმით, ბოლო 24 საათის განმავლობაში შემოწმებული ბიოლოგიური ნიმუშებიდან კორონავირუსზე ყველა უარყოფიათია.

ქუთაისის ლაბორატორიამ 236 ბიოლოგიური ნიმუში შეამოწმა და ყველა პასუხი კორონავირუსზე უარყოფითია.

გამოკვლეულ პირთა ანალიზებს შორის არის,  სამედიცინო პერსონალის, შმმ პირთა თავშესაფრის ბენეფიციარების და იმ პირების, რომელმაც საკარანტინე სივრცე დატოვეს. არც ერთ მათგანს კორონავირუსი არ დაუდასტურდა.

იმერეთის რეგიონში საკარანტინე სივრცე 146 პირმა დატოვა, ამ დროისთვის იმერეთის ხუთ საკარანტინე სივრცესი 215 ადამიანია დარჩენილი.

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში ამ დროისთვის 6 პაციენტი მკურნალობს, ჯამში ინფექციურ საავადმყოფოს 34 გამოჯამრთელებული პაციენტი ჰყავს.

საჩხერის სამედიცინო ცენტრს კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტი არ ჰყავს, კლინიკა 9 გამოჯამრთელებულმა ადამიანმა უკვე  დატოვა.

საქართველოში კორონავირუსის 623 დადასტურებული შემთხვევაა, აქედან 288 გამოჯამრთელდა, 9 პირი კი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4702, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 459 ადამიანია.

 

Print