კორონავირუსი
ქუთაისის ახალ ინფექციურ საავადმყოფოს დღეს სამი პაციენტი დატოვებს
FaceBook
ქუთაისის ახალ ინფექციურ საავადმყოფოში კიდევ სამი პაციენტი გამოჯანმრთელდა.

პაციენტების ბიოლოგიურ ნიმუშზე ჩატარებულმა განმეორებითმა ტესტებმა უარყოფითი პასუხები აჩვენა. შესაბამისად, ისინი კლინიკიდან დღის ბოლომდე გაეწერებიან.

დღესვე, კლინიკაში შუახნის ქალი გადაიყვანეს. მას კორონავირუსი,  ანაკლიის სავალდებულო იზოლაციის ზონის დატოვებამდე ცოტა ხნით ადრე ჩატარებული ტესტით დაუდგინდა. ქალს თურქეთში მოგზაურობის ისტორია აქვს. კლინიკის მთავარი ექიმის თეიმურაზ ნადირაძის თქმით, პაციენტს თანმხლები დაავადებები აქვს, თუმცა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

ბოლო 24 საათში, ქვეყანაში კორონავირუსით დაინფიცირების ხუთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ჯამში, დაინფიცირებულთა რაოდენობამ 615–ს მიაღწია. მათგან 275 უკვე გამოჯანმრთელდა, ცხრა კი გარდაიცვალა.




Print