კორონავირუსი
ქუთაისის ახალ ინფექციურ საავადმყოფოში შუახნის ქალი კორონავირუსის დიაგნოზით გადაიყვანეს
FaceBook
ქუთაისის ინფექცურ საავადმყოფოში შუახნის ქალი ანაკლიის საკარანტინო ზონიდან გადაიყვანეს.

მას კორონავირუსი სავალდებულო იზოლაციის ზონის დატოვებამდე ცოტა ხნით ადრე ჩატარებული ტესტით დაუდგინდა. ქალს თურქეთში მოგზაურობის ისტორია აქვს. კლინიკის მთავარი ექიმის თეიმურაზ ნადირაძის თქმით, პაციენტს თანმხლები დაავადებები აქვს, თუმცა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში ამ დროისთვის 10 პაციენტი მკურნალობს.

ბოლო 24 საათში, ქვეყანაში კორონავირუსით დაინფიცირების ხუთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ჯამში, დაინფიცირებულთა რაოდენობამ 615–ს მიაღწია. მათგან 275 უკვე გამოჯანმრთელდა, ცხრა  კი გარდაიცვალა.
Print