კორონავირუსი
საქართველოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 275 -მდე გაიზარდა
FaceBook
საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 6 ადამიანი გამოჯანმრთელდა და საერთო ჯამში ვირუსისგან 275 ადამიანია გამოჯანმრთელებული.
ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge არის განთავსებული.

კარანტინის რეჟიმშია 5002 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 485 პირი.

ინფორმაციისთვის, საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირების 615 შემთხვევაა დადასტურებული. აქედან 275 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 9 გარდაიცვალა. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.
Print
თეგები: #პანდემია