კორონავირუსი
ხუთი დღეა იმერეთში კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა
FaceBook
მეხუთე დღეა იმერეთის მასშტაბით კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის იმერეთის სამმართველოს უფროსის, გოჩა გიორგიძის თქმით, გუშინ ვირუსზე 232 ნიმუში გამოკვლიეს და ყველა უარყოფითია.

"ახლა უკვე ხდება ახალი ნიმუშების აღება და დღის მეორე ნახევარში დაიწყება მათი გამოკვლევა", – ამბობს გოჩა გიორგიძე.

იმერეთის მასშტაბით, კორონავირუსის ინფექციაზე მხოლოდ 9 პირი მკურნალობს. ყველა მათგანი მკურნალობის კურსს ქუთაისის ახალ ინფექციურ საავადმყოფოში გადის. რეგიონში კორონავირუსის სულ 48 შემთხვევაა დაფიქსირებული, მათგან 39 გამოჯანმრთელდა. შემცირებულია კარანტინში მყოფ პირთა რაოდენობაც. გიორგიძის ინფორმაციით, 385 ადამიანიდან სავალდებულო იზოლაციის ზონა 34–მა პირმა უკვე დატოვა.

საქართველოში, ჯამში, კორონავირუსის 610 დადასტურებული შემთხვევაა, აქედან 269 განიკურნა, გარდაიცვალა - 9. კარანტინის რეჟიმში 5 133 პირი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 523.
Print