კორონავირუსი
საქართველოში კორონავირუსისგან უკვე 269 ადამიანი გამოჯანმრთელდა
FaceBook
საქართველოში კორონავირუსი კიდევ 29 ადამიანმა დაამარცხა.
ჯამში, გამოჯანმრთელებულთა რიცხვმა 269–ს მიაღწია. ბოლო 24 საათში ვირუსი კიდევ 6 ადამიანს დაუდგინდა და  დაინფიცირებულთა რაოდენობა 610–მდე გაიზარდა. მათგან გარდაცვლილია 9. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5133 ადამიანი, ხოლო, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 523 პირი.

მთავრობამ საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების დაჩქარებული წესით მოხსნა დაიწყო. 5 მაისიდან გაიხსნა ოთხი ჩაკეტილი ქალაქიდან ორი –ქუთაისი და ბათუმი. შესაბამისი რეკომენდაციების დაცვის პირობებში მუშაობის უფლება მიეცა ავტოსამრეცხაოებსა და ავტოსერვისებს, ასევე, გაიცა სამშენებო სამუშაოების წარმეობისა და სამშენებლო მასალების ყიდვა–გაყიდვის ნებართვა, თუმცა, მხოლოდ ონლაინ ვაჭრობის ფორმით. რამდენიმე დღეა მუშაობა დაიწყო აგრარულმა ბაზრებმაც.

საქართველოში 2020 წლის 21 მარტიდან საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. 21 საათიდან დილის 6 საათამდე მოქმედებს კომენდანტის საათი.
Print