კორონავირუსი
გიორგობის დღესასწაულზე იმერეთში მომლოცველებს ტაძარში მისვლა ფეხით შეეძლებათ
FaceBook

გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ხელისუფლებამ, იმერეთში ავტოსატრანსპორტო საშუალებისთვის ტაძრამდე მისასვლელი გზები ჩაკეტა.


თერჯოლისა და სამტრედიის მუნიციპალიტეტებში წმინდა გიორგის სახელობის სალოცავებთან მისასვლელი გზები მხოლოდ  ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის ჩაიკეტა, საუბარია გოგნის სალოცავსა და სამტრედიის წმინდა გიორგის ტაძარზე.

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ინფორმაიით, ადგილზე მოწყობილია ბლოკ- საგუშაგოები, სამართალდამცავები ავტომობილებს არ ატარებენ.

'' გადაწყვეტილება მივიღეთ, რათა თავიდან ავიცილოთ ხალხმრავლობა, თუმცა ხალხის ნაკადი არ შეინიშნება და მხოლოდ ერთეული მოქალაქეები არიან ტაძარში ფეხით ასული", – განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.

მომლოცველებს ტაძრამდე მისვლა მხოლოდ ფეხით შეუძლიათ.

 

Print
თეგები: #გიორგობა