ახალი ამბები
ქუთაისში კოვიდინფექციაზე 9 პაციენტი მკურნალობს
FaceBook
ქუთაისის ახალ ინფექციურ საავადმყოფოს კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ ერთი პაციენტი კლინიკას დღეს დატოვებს.

როგორც ახალ ინფექციურ საავდმყოფოშუ ქუთაისიპოსტს უთხრეს, საავადმყოფოს ამ დრომდე COVID-19 ინფექციისგან 30 გამოჯანმრთელებული პაციენტი ჰყავს, მკურნალობას კი  9  პაციენტი აგრძელებს.

საქართველოში ჯამში კორონავირუსის 610 დადასტურებული შემთხვევაა, აქედან 269 განიკურნა, გარდაიცვალა - 9. 

კარანტინის რეჟიმში 5 133 პირი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 523.
Print