ახალი ამბები
"პრომეთეში" საკარანტინო სივრცე 34-მა ადამიანმა დატოვა
FaceBook
იმერეთში, სასტუმრო "პრომეთეში" მოწყობილი საკარანტინო სივრცე დღეს 34-მა ადამიანმა დატოვა.

ისინი 14-დღიანი საკარანტინო პერიოდის განმავლობაში ექიმთა მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდნენ და ოჯახებს ჯანმრთელნი დაუბრუნდნენ.

თითოეულმა მათგანმა საკარანტინე სივრცის დატოვებამდე სამედიცინო შემოწმება გაიარა. მათი წასვლის შემდეგ საკარანტინო ზონის ტერიტორიაზე, ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისად,  სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა.

კარანტინში მყოფთა ტრანსპორტირება ადგილობრივმა ხელისუფლებამ უზრუნველყო.

"ვაცნობიერებთ, რომ ისევ ჩვენი ჯანმრთელობისთვის კეთდება ეს ყველფერი. მომსახურება უმაღლეს დონეზე იყო და კმაყოფილი ვარ ძალიან", - ამბობს კარანტინში მყოფი, დავით ციმინტია.

ბოლო მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით, კარანტინის რეჟიმში 4919 ადამიანი იმყოფება, რომლებიც 84 სასტუმროში არსებულ საკარანტინო სივრცეებში არიან განთავსებული. კარანტინის ვადა სულ 12974 ადამიანს დაუსრულდა.




Print